четверг, 29 марта 2018 г.

წიგნი ერთგული მეგობარია


სასწავლოპროექტი
საგანი   ქართული ენა და ლიტერატურა
Iკლასი
1.      პროექტის  სახელწოდება: ,,წიგნი-ერთგული მეგობარია“(მშობელთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში).
                                                                                     

                                                                                                                                    
1.პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება,  ცოდნის გაღრმავება- განმტკიცება , კომუნიკაციის გაღრმავება მასწავლებელსა და მშობელთან.
2. პროექტის  აქტუალობა: კითხვის გაკვეთილზე საბავშვო მოთხრობების კითხვის დროს გაირკვა ,რომ მშობელთა უმრავლესობა იშვიათად ან საერთოდ არ უთმობს დროს შვილთან ერთად , თუნდაც ძილის წინ, მისთვის ზღაპრის ან საბავშვო მოტხრობის წაკითხვას , გაჩნდა იდეა შემეთავაზებინა პროექტის განხორციელება, რომელჩიც ჩართულნი იქნებოდნენ მშობლები. პროექტი  მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეთა  ინტერესებიდან   გამომდინარეობს,   ხელს  შეუწყობს : 
 მოსწავლეთა    კვლევითი   უნარების განვითარებას, აამაღლებს  მათ  მოტივაციას   მოსწავლეებს   უჩნდებათ  ინტერესი, რათა მეტი დრო გაატარონ მშობლებთან ერთად და მოაწყონ სამკითხველო კუთხე მათთან ერთად.შექმნიან  პრეზენტაციებს, ჩანახატებს. შემაჯამებელ შეხვედრაზე კლასში მოაწყობენ მშობლებთან ერთად ჩატარებული აქტივობების პრეზენტაციებს.
3.პროექტის  მიზანი: 
გრძელვადიანი  მიზანი: მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, პრობლემის გადაჭრის უნარი. 
მოკლე ვადიანი მიზანი: მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მუშაობენ და ქმნიან  პრეზენტაციებს.
4. მოსწავლეთა  ასაკი: 7 წელი.
5.ვადები | ხანგრძლივობა:  3კვირა
6.მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტი, რაც შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეები  შეიძენენ  კვლევა-ძიების უნარ -ჩვევებს,  ისწავლიან  ჯგუფურ  მუშაობას  ურთიერთთანამშრომლობას, პრეზენტაციის უნარს, მხატვრული კითხვის უნარს, გამოიმუშავებენ   კომუნიკაციის უნარს.გაიღრმავებენ და  განიმტკიცებენ  კითხვის ტექნიკას.
პროექტის განხორციელების დროს, ,,ცხელი სკამის“ აქტივობის განხორციელების შემდეგ, რომელსაც მე წავმართავ მოსწავლეებთან ერთად, საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვებიან მშობლები.
·           7. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:

  • თვალსაჩინოებები;
  • ·      PowerPoint;
  • ·        ფილმების ჩვენება.
  • ·        საბავშვო ლიტერატურა (G-pride –ის საკითხავი ლიტერატურა);

·        თვალსაჩინოებები ძალიან კარგი რესურსია მოსწავლეებისთვის ,რაც ეხმარება მათ მასალის უკეთ ათვისებაში. მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად კითხვის გაკვეთილზე შევქმნი დაგეგმილი აქტივობების სლაიდ-შოუს.

   8. პროექტის  მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
სამუშაო  ჯგუფების  დაკომპლექტება (მიზნობრივი  გადანაწილებით) , პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფებში, მოვალეობების  გადანაწილება ჯგუფის  წევრებს  შორის, ვინ, რას  აკეთებს.(ჯგუფები შერჩეულია მოსწავლისა და მშობლის სურვილისამებრ).საქმიანობას ინაწილებენ თვითონ
1-ლი ჯგუფი :მოგზაურის დღიური – ახლობლებთან სტუმრობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებისა და ფოტო მასალი ჩვენება.

მე-2 ჯგუფი: მოვიგონოთ თავიდან– არსებული ინფორმაციის ახლებური ინტერპრეტაცია.

მე-3 ჯგუფი: პოეტი– მოსწავლეს არჩეული ქონდა სურვილისამებრ ლექსი და თითოეულ სტროფში შეცვალეს ბოლო სიტყვა.

მე-4 ჯგუფირა მოგეწონა?(საყვარელი საბავშვო გადაცემა). (ეკივოკის ფინალის შეცვლა)


პროექტის  შეფასება:


ფასდება შემდეგი  აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის , იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური  საშუალებების  მოძიება და გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს  თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის  მოძიებას.
უჭირს  თემის და მიზნის  გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან  კავშირი, კეთილგანწყობა.
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან  კავშირს ვერ ამყარებს.
ნაწილობრივ ახერხებს  კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის  ხმასა და საუბარს
მოსწავლე თვალით ამყარებს
აუდიტორიასთან კავშირს ხმა და  ინტონაცია დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი. საკუთარი პოზიციის დაცვა.
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში.

უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები.
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი მსჯელობს  სათანადო  არგუმენტების  მოხმობით, თანმიმდევრულად  აკეთებს  თავისი  მოსაზრებების  დემონსტრირებას , იცავს საკუთარ პოზიციას.
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.             
მასალა განთავსებულია საიტზე: https://qetevan1969.blogspot.com/

 პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ლომიძე







Комментариев нет:

Отправить комментарий