суббота, 10 марта 2018 г.


სასწავლოპროექტი
საგანი  :მათემატიკა
Iკლასი
1.      პროექტის  სახელწოდება: ,,ჯადოსნური კუბურა.“
                                                                                                
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ლომიძე
                                                                                                                                    
1..პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება- განმტკიცება  გეომეტრიული ფიგურების  შესახებ.
2. პროექტის  აქტუალობა: პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გავაცნობ მოსწავლეებს გირლიანდების ნიმუშებს. მათთან ერთად შეირჩევა, მაგალითად კარის მოსართავი გრილიანდებიდან ერთ-ერთი(შეარჩევენ ფერებს, ჩამოწერენ ერთი ფიგურის დასამზადებლად საჭირო მასალას). ფიგურათა თანმიმდევრობას დაწერენ ბარათებზე, აღწერენ რა მეორდება-ფერი თუ ფიგურა. შესრულებულ სამუშაოს სიტყვებით აღწერენ.პროექტის დასრულების შემდეგ შეიძლება მოეწყოს შემოდგომის ზეიმი ან საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

3.პროექტის  მიზანი: 
პროექტის გრძელ ვადიანი მიზანი: გეომეტრიული ფიგურების პერიოდული განლაგების გამოყენებით მოტორული უნარ –ჩვევების განვითარება.
მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საგნებისა და ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგების(მიმდევრობის)შედგენა და შედარება.
4. მოსწავლეთა  ასაკი: 6 წელი.
5.ვადები | ხანგრძლივობა:  3კვირა
6.მოსალოდნელი შედეგები:ფიგურათა დამზადების დროს გამოიკვეთება მოსწავლეთა მზაობა, რის საფუძველზეც მოხდება დიფერენცირება და გაუადვილდება მასწავლებელს დაბალი მზაობის მოსწავლესთან მუშაობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ საგნების პერიოდული განლაგების ერთმანეთთან შედარება. პროექტის მსვლელობის დროს დასაშვებია დასახმარებლად მივმართოთ მშობლებს. იგივე აქტივობები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბუნებისა და ხელოვნების გაკვეთილზე.

  7. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები: პლაკატები გეომეტრიულ ფიგურებზე , ფერადი ფურცლები, სახაზავი, მაკრატელი, წებო, ფერადი ლენტები, ბისერები, ფლიფჩარტი.
  8. პროექტის  მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
სამუშაო  ჯგუფების  დაკომპლექტება (მიზნობრივი  გადანაწილებით) , პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფებში, მოვალეობების  გადანაწილება ჯგუფის  წევრებს  შორის, ვინ, რას  აკეთებს.(ჯგუფები შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით).საქმიანობას ინაწილებენ თვითონ
1-ლი ჯგუფი- დაამზადე კედლის ჰორიზონტალური გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე მიმდევრობის საკუთარი ნიმუში და დაამზადე(კუბურაზე ერთი წერტილია).

მე-2 ჯგუფი დაამზადე კედლის ვერტიკალური გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე საკუთარი ნიმუში(კუბურაზე 2 წერტილია).

მე-3 ჯგუფი -დაამზადე ფანჯარაზე დასაკიდებელი გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე საკუთარი ნიმუში(კუბურაზე 3 წერტილია).

მე-4 ჯგუფი  -დაამზადე კარების მოსართავი გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე საკუთარი ნიმუში(კუბურაზე 4 წერტილია).
მე-5 ჯგუფი-დაამზადე კარების თავზე დასაკიდებელი გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე საკუთარი ნიმუში(კუბურაზე 5 წერტილია).

მე-6 ჯგუფი-დაამზადე დაფის თავზე დასაკიდებელი გირლიანდა ბარათზე მოცემული კანონზომიერების დაცვით. მოიფიქრე საკუთარი ნიმუში(კუბურაზე 6წერტილია).


                                           პროექტის  შეფასება:


ფასდება შემდეგი  აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის , იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური  საშუალებების  მოძიება და გამოყენება.
მოსწავლე ვერ ახერხებს  თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის  მოძიებას.
უჭირს  თემის და მიზნის  გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან  კავშირი, კეთილგანწყობა.
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან  კავშირს ვერ ამყარებს.
ნაწილობრივ ახერხებს  კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის  ხმასა და საუბარს
მოსწავლე თვალით ამყარებს
აუდიტორიასთან კავშირს ხმა და  ინტონაცია დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი. საკუთარი პოზიციის დაცვა.
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში.

უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები.
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი მსჯელობს  სათანადო  არგუმენტების  მოხმობით, თანმიმდევრულად  აკეთებს  თავისი  მოსაზრებების  დემონსტრირებას , იცავს საკუთარ პოზიციას.
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.1.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს პერიოდული განლაგება(მიმდევრობა).
პროექტის მასლაები გამოქვეყნებულია ბლოგზე: https://saswavloproeqtebi.blogspot.com/

                                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий